რუსთავში სპეცოპერაცია დასრულდა

ორსაათიანი სპეცოპერაცია რუსთავში ბათუმის ქუჩაზე ამ დროისთვის დასრულებულია. შსს-ს სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, “ქრონიკის“ ინფორმაციით, დაკავებულია 31 წლის ყურბანოვ აირარი, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულს ბრალი ნარკოტიკების გავრცელებაში, შეძენასა და შენახვაში ედება.

დაკავებული გადაყვანილია წინასწარი მოთავსების იზოლატორში

">