“რუსთავი 2”: ხაზარაძეს გახარიას მუქარის წერილი, სავარაუდოდ, ჯაფარიძემ გადასცა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შუამავალი, რომელმაც ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას წერილი გადასცა, სავარაუდოდ, ბიზნესმენი და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეა. როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამეთავლყურეა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და თიბისი ბანკის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მას და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხეს.

ხაზარაძემ გამოკითხვაზე წერილის ასლი მიიტანა, ხოლო წერილის გადამცემი შუამავალი არ დაასახელა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ წერილი ლონდონში ექსპეტიზაზე გააგზავნეს.

წერილის მიღების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებაზე ინფორმაციას ამ ვერ გადაამოწმებენ, რადგან ბიზნესმენის წარდგენილი დოკუმენტი კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტია და ავთენტიკურობის დადგენა შეუძლებელია. გარდა ამისა უწყებამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

  • პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;
  • მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;
  • მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, “დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”.

 

">