რუსეთმა გააძევა 6 ბრიტანელი დიპლომატი, “ძირის გამომთხრელ” საქმიანობაში მათი დადანაშაულების შემდეგ

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) 13 სექტემბერს ექვს ბრიტანელ დიპლომატს ჯაშუშობაში დასდო ბრალი და გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მათთვის აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე.
ს სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს FSB-ის წარმომადგენლის სიტყვებს, რომ დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებენ.
FSB-ს განცხადებით, მან მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც ისინი რუსეთში გაგზავნილ იქნენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილების მიერ, “რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მარცხის გამოწვევა”, და დიპლომატები მონაწილეობდნენ “სადაზვერვო და ძირის გამომთხრელ ქმედებებში”.
ორი დღის წინ -მა და ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ს დამატებით გამოუყოფენ 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კი განაახლეს თხოვნა კიევს უფლება მიეცეს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სკოლებში შესულ შეტყობინებაზე – სკოლებმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს – მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ