რუსეთმა აშშ-ს  RT გამო სამაგიერო გადაუხადა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც უცხოური მედია  – ჯაშუშებს უტოლდება. უცხოელ აგენტებად შეიძლება აღიარონ, როგორც უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირები ან თუნდაც არარეგისტრირებული უცხოური სტრუქტურები, რომლებიც ავრცელებენ სხვადასხვა მედია-მასალებს და საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

ამ განმარტების ქვეშ ხვდება ყველა უცხოური მედია; იმისათვის რომ უცხოელ ჯაშუშებად არ აღიარონ, მედიამ არ უნდა ფინანსდებოდეს იმ ორგანიზაციებიდანაც, რომლებიც მატერიალურ ფასეულობებს საზღვარგარეთიდან იღებენ.

დეპუტატები არ მალავენ, რომ ეს ნორმა – სარკისებრივი პასუხია აშშ-ს მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც რუსული გამოცემები RT და Sputnik უცხოელ აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

 

 

 

/</a></iframe>