„ჰამასს“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის

რუსეთი „ჰამასს“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ „ჰამასის“ მოძრაობის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდით, რადგან ისინი ჩვენს მოწოდებებს ყოველთვის დადებითად პასუხობენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ღაზას სექტორში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები სწრაფად გამოვიყვანოთ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ჰამასმა“ ღაზადან ორი რუსი მძევალი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…