რუსეთი ჩრდილოეთ კორეას 447 თხას გაუგზავნის

რუსეთი ჩრდილოეთ კორეას 447 თხას გაუგზავნის. ს ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, აქედან 432 მდედრობითი სქესის იქნება, 15 კი მამრობითის.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ პირველი პარტიაა და თხებმა ჩრდილოეთ კორეა, რომელშიც საკვების დეფიციტია, რძის პროდუქციით უნდა უზრუნველყოს. გამოცემის ცნობით, დეფიციტი დიდწილად მთავრობის პოლიტიკის ბრალია.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ მოსკოვი ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ცდილობს, ფხენიანს ასიამოვნოს. ჩრდილოეთ კორეას, რუსეთის ჯარისთვის ტყვია-წამლის ნაკლებობის ფონზე, მოსკოვისთვის იარაღის გადაცემაში სდებენ ბრალს, რასაც ორივე მხარე უარყოფს.
ბოლო დროს, გააქტიურდა სა და კიმ ჩენ ინის პირადი კავშირები. ორივე ლიდერი ერთი-მეორის ქვეყანას ესტუმრა. მათ ორმხრივი დახმარების შეთანხმებაც გააფორმეს. ასევე, სახელმწიფოებმა გააფორმეს სხვა შეთანხმება, რომელშიც რეგულირდება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ