რუსეთი საქართველოსთვის Javelin-ების გადაცემას აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების Javelin-ების შესაძლო მიყიდვას ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს 2008 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პირველი მასშტაბური სამხედრო შეთანხმებაა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ვაშინგტონი ქართველი მშვიდობისმყოფელების წვრთნებიდან, რეგულარული საბრძოლო შენაერთების წვრთნაზე ორიენტირდა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ამერიკის დახმარებით საქართველოში კიდევ ერთი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

„ასეთ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთი აფასებს, როგორც თბილისის პირდაპირი წაქეზება რეგიონში მორიგი ავანტიურაზე“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

">