რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე უეკიპაჟო კატარებით შეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
„მიმდინარეობს უეკიპაჟო კატარებით თავდასხმის მოგერიება“, – აღნიშნა მერმა.
მანამდე კრავჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში საზღვაო დრონებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ