რუსეთის ქალაქ მინერალნიე-ვოდის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა
რუსეთის ქალაქ მინერალნიე-ვოდის აეროპორტში ავიაკომპანია „როსიას“ თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
თვითმფრინავი სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, მაგრამ კორპუსში ჰერმეტულობის დაკარგვის გამო ისევ აფრენის ადგილას დაბრუნდა. მის ბორტზე 111 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
8 დეკემბერს ავიაკომპანია S7-ის კუთვნილი „ბოინგ-737“, რომელიც ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაჯდა. მის ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავს ძრავის პრობლემა დაუფიქსირდა.
ეს ბოლო რამდენიმე დღეში რუსეთში თვითმფრინავთან დაკავშირებული მესამე ინციდენტია. წინა დღეს ულან-უდეს აეროპორტიდან აფრენისას სატვირთო „ტუ-204“-ის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავმა დაფრენა განახორციელა და მის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი არ დაშავებულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.