ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: 5 დეკემბრის დილას, ყირიმს 40-ზე მეტმა დრონმა შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 დეკემბრის დილას ყირიმს 40-ზე მეტმა დრონმა შეუტია, რაც ზაფხულის შემდეგ, რეკორდული რაოდენობაა.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და კიდევ ცამეტი აზოვის ზღვასა და [ე.წ.] ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიგდეს ხელში“, - აცხადებს რუსული მხარე.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ კიდევ ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, ორი კი აზოვის ზღვის თავზე შეიპყრო.

ამასთან, ოკუპირებული ყირიმის და რუსული Telegram არხები იუწყებიან, რომ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ქერჩში, ფეოდოსიასა და ძველ ყირიმში. ხოლო База-ს ტელეგრამ არხის ცნობით, დრონებით ყირიმში ნავთობის საცავზე თავდასხმა სცადეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.