ს არმიამ ოდესასა და ხარკოვზე დრონებით და რაკეტებით შეტევა განახორციელა – უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი ოდესის სანაპიროსთან საოკუპაციო ძალების 11 დრონი გაანადგურეს

რუსეთის არმიამ ოდესასა და ხარკოვზე დრონებით და რაკეტებით, მორიგი შეტევა განახორციელა. ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონში დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი, დაზიანებული სახლებიდან გაიყვანეს 130-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის სანაპიროსთან მათ საოკუპაციო ძალების 11 დრონი გაანადგურეს, რომელთა უმრავლესობაც ზღვაში ჩავარდა, თუმცა რამდენიმეს ნამსხვრევებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ხარკოვზე იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებულია 10-მდე სახლი და საავადმყოფო.
-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯეიკ სალივანის თქმით, ისინი მუშაობენ, რათა უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება მოხდეს.
პარალელურად, კიევში თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდებიან. იგეგმება სამხედრო დახმარების ახალი შეთანხმების გაფორმება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად