რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო ავრცელებს.
ხერსონის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა.
„რუსულმა არმიამ სოფელ სადოვოიეში ქალი მოკლა, ნახევარი საათის წინ მტერმა სოფელი არტილერიით დაბომბა“, – განაცხადა პროკუდინმა.
მოგვიანებით, კიდევ ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ რომან მროჩკომ გაავრცელა ინფორმაცია.
„სადოვოეს დაბომბვისას 1970 და 1956 წლებში დაბადებულმა მამაკაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს“, – დაამატა მროჩკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს