რუსებმა ხარკოვს რაკეტებით დაარტყეს, დაშავდა 17 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა