რუსული ძალები ღამით ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, რის გამოც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და შენობები და ავტომობილები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციული შენობაში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ავტომობილები. საცხოვრებელ შენობებში ფანჯრები ჩამსხვრეულია“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.
მისი თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტება.
