როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ბოლო ნახევარფინალისტი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროგახდა.

ტურნირის 2009 წლის ჩემპიონმა მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა ოთხ სეტში – 7:5, 3:6, 7:6(8), 6:4. შეხვედრა 2 საათი და 55 წუთი გაგრძელდა.

მატჩში გარდამტეხი მესამე სეტი  აღმოჩდა  ტაი-ბრეიკზე როჯერი 6:4-ს იგებდა და ორმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ დელ პოტრომ 10:8 მოიგო.  მეოთხე სეტში  2:2-ზე არგენტინელმა  გადამწყვეტი  ბრეიკი  გააკეთა და ნახევარფინალში გავიდა , სადაც რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ რუსი ანდრეი რუბლევი იოლად, 6:1, 6:2, 6:2 დაამარცხა.

არგენტინელს ამ მატჩში ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, ფედერერმა სამი ასეთი შანსი მიიღო და ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.
ნახევარფინალში დელ პოტრო ესპანელ რაფაელ ნადალსშეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ნადალი დელ პოტროს 8:5-ს უგებს, მატჩი 9 სექტემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ისიც რომ , პირველად ტურნირის ისტორიაში, ნახევარფინალურ ეტაპზე ორი ესპანელი ჩოგბურთელი ითამაშებს.

">