რონალდუ,ბუფონი და მესი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ

აღნიშნული ფეხბურთელები ევროტურნირებზე 2016/17 წლების სეზონის მონაწილე 80-მა მწვრთნელმა და ევროპის სპორტული მედიის 5-მა წარმომადგენელმა შეარჩია.

გამარჯვებული 24 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გამოვლინდება.

 UEFA ამ ჯილდოს 2011 წლიდან ათამაშებს. ის მესისა და რონალდუს ორ-ორჯერ, ხოლო ანდრეს ინიესტასა და ფრანკ რიბერის თითოჯერ მოუგიათ.

">