“როიტერსი” – მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია “ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ “ტელეგრამის არხზე” გაავრცელა.
ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.
ცნობითვის, 7 მარტს ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის “ეფესბე”-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი “განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით”.
შეგახსენებთ, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში” სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა