“როიტერი”: რუსეთმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავში სიგნალი ჩაახშო

რუსეთმა სატელიტური სიგნალი ჩაახშო თვითმფრინავზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი პოლონეთიდან ბრიტანეთში დასაბრუნებლად იყენებდა. აღნიშნული ინფორმაცია 14 მარტს, მთავრობის წყარომ და მასთან ერთად მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
მათი თქმით, 13 მარტს, GPS სიგნალი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იყო დაბლოკილი, როცა თვითმფრინავი ს ბალტიისპირეთის ექსკლავთან, კალინინგრადთან ახლოს მიფრინავდა. ამ ხნის მანძილზე მობილური ტელეფონები ინტერნეტთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა და თვითმფრინავი იძულებული გახდა გამოეყენებინა ალტერნატიული მეთოდები ადგილმდებარეობის დასადგენად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “როიტერის” მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
პრემიერ-მინისტრის ს პრესსპიკერმა დაადასტურა ინციდენტი 13 მარტს, მაგრამ დასძინა, რომ ეს “უჩვეულო არ არის”.
„გუშინ პოლონეთიდან უკან დაბრუნებისას თვითმფრინავმა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი და მისი დელეგაცია იმყოფებოდა, დროებით განიცადა GPS სიგნალის შეფერხება, როდესაც ისინი კალინინგრადის მახლობლად მიფრინავდნენ“, – თქვა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, “ამას არ შეუქმნია თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა და არ არის უჩვეულო, როდესაც თვითმფრინავს აქვს GPS შეფერხება კალინინგრადის მახლობლად, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც