„როდესაც ადამიანი სამართლებრივი თვალსაზრისით ექვემდებარება ექსტრადირებას, ის გადმოცემული უნდა იყოს კონკრეტული ქვეყნისათვის“

რუსი „პრანკერების“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავენ უმრავლესობაში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხდებით, ქართული მხარე აქტიურად განაგრძობდს მუშაობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც პრინციპში, ვეთანხმები, გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ამ კონკრეტული ადამიანის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალაშია და, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული და როდესაც ადამიანი ექვემდებარება სამართლებრივი თვალსაზრისით, ექსტრადირებას, ის უნდა გადმოცემული იყოს კონკრეტული ქვეყნისათვის“,-განაცხადა მდინარაძემ.

">