რობერტ სტურუა: …ხმა გავრცელდა თითქოს გარკვეული ორგანიზაციები “თეატრის ახალ კანონს” ქმნიან

“…ხმა გავრცელდა თითქოს გარკვეული ორგანიზაციები “თეატრის ახალ კანონს” ქმნიან.
ჯერ იყო და ვაჟკაცურად ვუტოლდებოდით“დაუვიწყარ”საბჭოთა კანონებს,
მერე კი ანარქიის სასიამოვნო თავისუფლების მოკლე პერიოდმა ჩაგვიქროლა!
მაგრამ შემდეგ თავს დაგვატყდა ბრძნულ პატლამენტში უფერული რეჟისორების დახმარებით შექმნილი უაზრო წესების ნუსხა – “თეატრის კანონები”! საუბედურად გავრცელდა ჭორი: თითქოს იგივე რეჟისორები,
ორი მხატვარის ხელმძღვანელობით თეატრალური კავშირი
ქმნის ისევ “თეატრის კანონს”! და, რაც მთავარია,(კინაღამ გამომრჩა!) თეატრის უბადლო მცოდნეები, რომლებიც დაბადებიდანვე ოცნებობენ, რომ საქართველოში ამ დიდი თეორეტიკოსების უაზრო იდეებს და გემოვნების მიხედვით და ხელმძღვანებლობით ყველა თეატრმა სანიმუშო სპექტაკლები შექმნას!
P.S. თეატრის კანონი კი ძალიან მარტივია, ყველამ იცით:
არ გააცდინო სპექტაკლი, არ დააგვიანო რეპეტიციაზე, იყო ზრდილობიანი, ნიჭიერი, არ დალიო, არ ეჩხუბო კოლეგას და ა.შ…
მაგრამ მთავარი კანონი არავის ახსოვს, ავიწყდებათ:
“ყ ვ ე ლ ა თ ე ა ტ რ ს ს ა კ უ თ ა რ ი
კ ა ნ ო ნ ი ა ქ ვ ს!”
ეს კანონი ამშვენებს ნაღდ თეატრს და მხოლოდ მაშინ შეიძლება ასეთ თეატრში ხელოვნება ბატონობდეს!
მაგალითისთვის:
რომელმა ჯალათმა, ანდა არც ისე ნიჭიერმა და გაბოროტებულმა ხალხმა გამოსცა უაზრო კანონი, რომ გუდუაშვილი, კაკბაძე, მოდილიანი, პიკასო, თოიძე და ბევრი სხვა – ამ დამანგრეველ
კ ა ნ ო ნ ს უნდა ემორჩილებოდეს ყველა?!
ერთმა ბრძენმა კი სთქვა:
“საკუთარ კანონს ეზიარე,
ზნეობასთან შეთანხმებით!” – წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ