რიში სუნაკი – რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობს და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ირანული თავდასხმის დრონები ჩამოაგდეს, – ინფორმაცის BBC-ი ავრცელებს.
სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში.
„სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნეს. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რამდენიმე ირანული თავდასხმის დრონი“, – აღნიშნა სუნაკმა.
მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო “საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო.
”რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ“, – განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან