რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მხარს დავუჭერ თურქ ინვესტორებს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განახორციელონ სერბეთში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ  თურქეთსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს. აღნიშნული განცხადება მან გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის დროს, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ვუჩიჩთან შეხვედრის დროს გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტი, 10 ოქტომბერს სერბეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იქნება საუბარი.

“ჩვენ გულწრფელად მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს თურქ ხალხთან. დღეს გვეძლევა ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების შანსი,” – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

სერბეთი, ბალკანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში  მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამიტომაც ყოველთვი მხარს ვუჭერდით თქვენს ევროპულ გზას”, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სასაქონლო ბრუნვამ 2016 წელს 800 მილიონ დოლარს მიაღწია, 2017 წელს 539 მილიონს.

“ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ 1 მილიარდი დოლარი და სწორედ ამიტომ,  მხარს დავუჭერ თურქ ინვესტორებს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განახორციელონ სერბეთში”, დასძინა ერდოღანმა.

 

 

">