რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ ღირს ისეთი ნაბიჯების გადადგმა რომელიც გერმანია-თურქეთის თანამშრომლობას ჩრდილს მიაყენებს

პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა არ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში, ამის შესახებ CNN Turk იტყობინება.

“თურქეთი, პირველ ყოვილისა, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. ეს ეხება როგორც სასამართლო სისტემას, ასევე ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას”, განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ გერმანია და თურქეთი პარტნიორები არიან, ნატოს ფარგლებში თანამშრომლობენ და თურქეთის  ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

“არ ღირს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ თანამშრომლობას ჩრდილს მიაყენებს”, დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება თურქეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გადახედვას აპირებს.

ცნობისათვის, 18 ივლისს თურქეთის სასამართლომ Amnesty International წარმომადგენლის იდილ ესერისა და 5 წევრის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა შორის გერმანიის მოქალაქე პეტერ შტოიდტნერიც აღმოჩნდა. მათ სახელმწიფოს გადატრიალების ახალ მცდელობაში ადანაშაულებენ.