“რესპუბლიკური პარტია” საქართველოში კრემაციის დაკანონებას ითხოვს – კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებით კრემაციის სერვისის დარეგულირებას ითხოვს. მან შესაბამისი კანონპროექტი უკვე დააინიცირა.
“საკითხის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში ვისაც სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ კრემაციის სერვისს მიმართოს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს ადამიანს და იყოს არჩევანის თავისუფლება. ეს საკითხი ეხება არჩევანის თავისუფლებას, განვკარგოთ საკუთარი სხეული გარდაცვალების შემდეგ”, – თქვა კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა, ხათუნა სამნიძემ.
მის მიერ შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კანონში უნდა გაიწეროს ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის წესები და პირობები, რომელსაც თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
“კანონპროექტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონში ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი”, – წერია განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია