რეზო კიკნაძის პასუხი UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს

რეზო კიკნაძის პასუხი UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს – პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც ქართველი მებრძოლის დიდი გულშემატკივარია, ჩემპიონს დეტალურად უხსნის, თუ რატომ ისჯებიან ის და მისი თანამებრძოლები.

“ციხეში ვართ იმიტომ, რომ  გვსურდა ევროპული მომავალი და არ გვინდა, სკენ მივდიოდეთ“,– ამბობს კიკნაძე.

მერაბ დვალიშვილს სინდისის პატიმრები უხსენეს და რაღაც ვერ მიხვდა, ახლა მოკლედ ავუხსნი, რატომ ვართ აქ. ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით, მ თქვა, რომ სანამ “ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკება არ გვექნებაო. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი იყოს ევროპა და ამერიკა, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს. არ გვინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ და აი, ამის გამო ვართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5,6 და 7 წლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ჩვენს მხარეს, სამწუხაროდ, მხოლოდ სიმართლეა,- განაცხადა სასამართლო პროცესზე სინდისის პატიმარმა.

12 ივნისს, მერაბ დვალიშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა, რა დროსაც “პირველებმა“ ჰკითხა, რა ჰქონდა სათქმელი სინდისის პატიმრისთვის, რეზო კიკნაძისთვის, რომელიც პროცესზე მისი მაისურით დადის და მივიდოდა თუ არა მის სანახავად სასამართლოს პროცესზე. დვალიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ყველა პატიმარს წარმატებას უსურვებს და აღნიშნა, რომ პროცესზე მისასველი დრო არ აქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები