უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, საქართველოში მოქმედი 30 ათასამდე ენჯეოდან, 476 დარეგისტრირდა. ხელისუფლება მათ ბიუჯეტიდან გრანტებს დაპირდა, ურჩებს – დიდ ჯარიმებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ რეპრესიული კანონი, რუსეთის მსგავსად, ყველა ენჯეო ორგანიზაციას გაქრობით ემუქრება