რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს

რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რადგან მათ აქვთ დაკვეთა, რომ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ის სწორედ ეს კანონპროექტი, მათ არ სურთ, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას. მათ აქვთ დაკვეთა, რომ ასეთ კანონს მხარი არ დაუჭირონ, მათ პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ეს არის რეფერენდუმი მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას აირჩევს ქართული საზოგადოება, აირჩევს ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას, თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება