რადას დეპუტატი: პოროშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორება ახალ წლამდე მოხდება

რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორება ახალ წლამდე მოხდება, ამის შესახებ პორტალი Политнавигатор-ი იტყობინება.

პარლამენტარის განცხადებით, პრეზიდენტის დასამხობად აქციებში, დონბასში სამხედრო ოპერაციებში მონაწილე 500 ვეტერანის მონაწილეობაც საკმარისი იქნება.

“შემიძლია განვაცხადო, რომ კოორდინირებული, ერთი მიზნით გაერთიანებული 500ადამიანიც საკმარისია. მხედველობაში მყავს არა უბრალოდ მაიდნის მონაწილეები, მოხუცებულები, ან უბრალოდ ახალგაზრდობა, არამედ “დონბასის”, “აიდარის” ვეტერანები და ა.შ.”, განაცხადა პარლამენტარმა.

მისივე განმარტებით, ახლა რაიონებში ასეთი ადამიანების მობილიზება ხდება.

20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ცვლილებები არ აინტერესებთ, მათ “სისხლის წყურვილი” აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს რადას შენობასთან ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო.

 

">