ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება

პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების გადახედვის წინადადებით გამოდის, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, ზურაბიშვილის შეფასებით, ფორმატი არაა ეფექტური და ცვლილებებია საჭირო.

ჟენევის ფორმატში საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე პარტნიორებთან ერთად ზის, რაც რუსეთს არ მოსწონს და ზურაბიშვილზე ადრე ამ ფორმატის გადახედვას სწორედ ოკუპანტი ქვეყანა ითხოვდა.

“პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მისი აზრით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

">