“პუტინი აღიარებს ალექსანდრე III მიერ დადგენილ წესს: რუსეთს მეგობრები არ ჰყავს, რუსეთს მხოლოდ არმია და ფლოტი ჰყავს”

საიტი gordonua.com აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან, იგორ სმეშკოსთან, გთავაზობთ ამონარიდს:

“- იგორ პეტრეს ძევ, ოთხწლიანმა ომმა აჩვენა რომ თანამედროვე ხელისუფლების ტაქტიკა და სტრატეგია არაეფექტურია. იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს,  რას ურჩევდით პეტრო პოროშენკოს? იმიტომ, რომ უკვე ამბობენ, ის უნდა ჩავიდეს პუტინთან და დაელაპარაკოს.

– ჯერ-ერთი, პრეზიდენტ პუტინთან ჩასვლა და მოლაპარაკება საჭირო არ არის მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო – პუტინი აღიარებს ალექსანდრე III მიერ დადგენილ წესს: რუსეთს მეგობრები არ ჰყავს, რუსეთს მხოლოდ არმია და ფლოტი ჰყავს.

სანამ უკრაინის პრეზიდენტს ზურგს არ გაუმაგრებს ოთხი მძლავრი ელემენტი: ეკონომიკა, არმია, მსოფლიო დონის დიპლომატია და რუსეთის ტერიტორიაზე საინფორმაციო ომის გადატანა – საჭირო არ არის არც შეხვედრა და არც მოლაპარაკება. ეს აბსოლუტურად არათანაბარი საუბარი იქნება. რუსეთი პატივს სცემს მხოლოდ ძალას.

– …უცხოეთში

-ამის გარეშე მოლაპარაკებებზე წასვლას აზრი არ აქვს, არანაირი კოზირი არ არსებობს.

-კითხვას სხვანაირად დავსავამ: დავუშვათ, თქვენ ხართ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი; თქვენი მოწინააღმდეგე, თქვენი მტერი რამდენჯერმე დიდია თქვენს ქვეყანაზე სიმდიდრითა და არმიით. ეს აგრესიული ბირთვული ძერჟავაა. როგორ აიძულებდით პუტინს გავიდეს დონბასიდან, ყირიმიდან? იქნებ უკრაინას აქვს კოზირი, მაგრამ რატომღაც არ იყენებს?

-ერთადერთი 4 კოზირი, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს – არის ეკონომიკა, არმია, ხარისხიანი დიპლომატია და ინფორმაცია. სხვა კოზირი ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს.

-რატომ არ აწესებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს?

– ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ნაპოლეონის ომის დროსაც კი, მაშინ როცა ნაპოლეონ ბონაპარტი მოსკოვამდე ჩავიდა და გადაწვა, მიმოწერაში მონარქები ერთმანეთს, როგორც ძმები ისე მიმართავდნენ…

-მათ სხვაგვარი აღზრდა ჰქონდათ

-…პუტინი ბირთვული, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტია, მასზეა ახლა დამოკიდებული ბირთვული ღილაკის გამოყენება…

-ანუ, პერსონალური სანქციები პუტინის წინააღმდეგ არ იქნება?

– ბირთვული სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ  პერსონალური სანქციების არ მჯერა. ამის პრეცედენტი არ ყოფილა.

თებერვალში ვიხილავთ აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების ანგარიშს  უახლოესი გარემოცვისა (პუტინის, რედ.) და პრაქტიკულად რუსეთის ოლიგარქების ფინანსურ ანგარიშებზე.

ეს იქნება არანაკლები დარტყმა, და სულაც არ არის საჭირო გახვიდე პირველ პირზე, რათა მის ქცევაზე გავლენა მოახდინო.

 

 

">