პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში მოხვდა,- შესაბამის სიას ორგანიზაცია “რეპორტიორები საღვრების გარეშე” (RSF) ავრცელებს.
“ისინი კლავენ, აჩუმებენ, აპატიმრებენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს, გუდავენ მედიას, აკნინებენ ჟურნალიზმს, ან მის კანონებს იყენებენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის ინფორმაციით მანიპულაციისთვის. კიდევ ერთხელ, 2025 წელს, მედიის პროფესიონალები სულ უფრო მრავალფეროვანი მტაცებლური ტექნიკის სამიზნე გახდნენ…
ისინი მოიცავენ მათ, ვინც წლებია დაუნდობლად დევნიან მედიას – ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და სი ძინპინს, როგორც მის მეთაურს, საუდის არაბეთის მოჰამენ ბინ სალმანს, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს. ყველა მათგანმა 2025 წელს კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჟურნალისტებისა და მედიის გაუჩერებელი დევნით…
ვინაიდან ისინი გუდავენ მედიას ან მას უკანონო სასამართლო ზეწოლის ობიექტად ხდიან, შეერთებული შტატების ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი ბრენდან კარი, კამბოჯის პროკურორის მოადგილე სენგ ჰეანგი, და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესული არიან 2025 წლის მტაცებელთა სიაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიაში ასევე არიან ჰაიბატულა ახუნძადა (ავღანეთი), ვლადიმირ პუტინი (რუსეთი), დანუელ ორტეგა (ნიკარაგუა), ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელარუსი), ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანი), ალი ხამენეი (ირანი), ნიკოლას მადურო (ვენესუელა), ვიქტორ ორბანი (უნგრეთი), ისრაელის თავდაცვის ძალები, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ალექსანდარ ვუჩინი (სერბეთი), ბურკინა-ფასოს სამხედრო ხუნტა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი (თურქეთი), მარგარიტა სიმონიანი (რუსეთი), ილონ მასკი (აშშ), ხავიერ მილეი (არგენტინა), რობერტ ფიცო (სლოვაკეთი) და სხვები.




