პულიცერის პრემიაზე წარდგენილი საუკეთესო ფოტოები

პულიცერის პრემია ამერიკული ჯილდოა და ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდურ ჟურნალისტიკაში . ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და ლიტერატული კომპოზიციებისათვის. პირველად ეს პრემია მინიჭებული იქნა 1917 წლის 4 ივნისში, მას შემდეგ ჯილდოს გადაცემა ყოველი წლის აპრილში ხდება.

 

 

პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა. სახელ „პულიცერს“ ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც „პიულიცერს“. ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა “Pull it, sir”.

 

პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალისტიკაში ჯილდო მხოლოდ აშშ-ში არსებულ გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება. პრემია გაიცემა 3 კატეგორიაში: ჟურნალისტიკა, ხელოვნება და მწერლობა.

 

პულიცერის პრემიაზე წარდგენილი საუკეთესო ფოტოები

 

  • 2011 წ.  ბარბარა დევიდსონი: უდანაშაულო მსხვერპლი

  • 2009 წ. დეიმონ უინტერი: ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანია

  • 2007 წ. რენე ს. ბაერი:  ვერაგი სენის მსხვერპლი

  • 2007 წ. ოდედ ბალილტი: ჯარებისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის მცხოვრებთა დაპირისპირება

  • 2005 წ. დიანა ფილტმორისი:  აფეთქების შედეგად დაზარალებული ირანელი ბიჭუნა

  • 2004 დევიდ ლისონი და შერილ დიასი:  ფოტოსერია ”ერაყის ომი

  • 2003 წ. ჯონ ბარტლეტი: ფოტოების სერია, რომელიც ასახავს ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ის ჩრდილოეთით სიცოცხლისთვის რისკის ფასად გადასვლის მსურველ ახალგაზრდებს.

  • 2001 წ. მეტ რეინი: ხანძრის დროს დაზარალებული მეგობრები

  • 2000 წ. კეროლ გიუზი, მაიკლ უილიამსონი, ლუსიენ პერკინსი: კოსოვოელი ლტოლვილები

  • 1999 წ.  Assoсiated Press-ის ჯგუფი: მონიკა ლევისკისთან დაკავშირებული სკანდალი

  • 1998 წ. კლარენს უილიამსი: ნარკომანი მშობლები

  • 1997 წ. ალექსანდრ ზემლიანიჩენკო: ბორის ელცინის ცეკვა წინასაარჩევნო კონცერტზე

  • 1996 წ. სტეფანი უელში: ქალთა წინდაცვეთა კენიაში

  • 1995 წ. Associated Press-ის ჯგუფი: რუანდა

  • 1994 წ. კევინ კარტერი:შიმშილობა სუდანში

  • 1985 წ. სტენ გროსფელდი: შიმშილობა ეთიოპიაში

  • 1983 წ. ჯეიმს დიკმანი: სალვადორი

.

  • 1982 წ. ჯონ უაიტი: ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოების სერია

  • 1981 წ. ტარო იამასაკი: მიჩიგანის ციხე

  • 1980 წ. ჯაჰანგირ რაზმი: დახვრეტის ბრძანება, ირანი

  • 1975 წ. სტენლი ფორმანი: ქალი და ბავშვი ცდილობენ ხანძრისგან თავის დაღწევას, ბოსტონი

  • 1968 წ. როკო მორაბიტო:  ”გადარჩენის კოცნა”

  • 1967 წ.  ჯეკ ტორელი: ადამიანის უფლებათა დამცველ ჯეიმს მერედიტზე თავდასხმის ამსახველი კადრი

  • 1957 წ. გარი ტრასკი:  იტალიური ლაინერი ”ანდრეა დორია”

  • 1953 წ. უილიამ გალაჰერი: ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ადლაი სტივენსონის გაცვეთილი ფეხსაცმელი

  • 1949 წ. ნათანიელ ფეინი: ბეისბოლისტ ბეიბ რუთის უკანასკნელი გამოჩენა პუბლიკის წინაშე. 2 თვის შემდეგ სპორტსმენი სიმსივნის დაავადებით გადრაიცვალ

  • 1944 წ. ერლ ბანკერი: ოჯახის უფროსის შინ დაბრუნება

 

 

">