L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ კილიან მბაპესთვის დავალიანების გადახდას არ აპირებს და საქმის შემდგომ ინსტაციაში გასაჩივრებას გეგმავს.
გუშინ საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის იურიდიულმა კომიტეტმა პარიზელები დაავალდებულა, რომ გუნდის ყოფილი თავდამსხმელისთვის დავალიანება გადაეხადა, თუმცა “პარკ დე ფრენსის ბინადრები” ამას არ დაემორჩილნენ და გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
კილიანს ბოლო 3 თვის თანხა, რომელიც ბონუსებისა და ხელფასების ჩათვლით 55 მილიონ ევროს შეადგენს, აქვს მისაღები.