,, პროფესიას აუპატიურებენ, საჯარო ინტერესს ყიდიან და მერე ერთმანეთს “კოლეგიალურად” ხელს აფარებენ” – ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტებზე

,,ტაბულას” დამფუძნებელი, :
,,ჩვილებით მოვაჭრე სამშობიაროს ექიმების მაფიაზე ხომ გსმენიათ?
ძალიან რთულია ამ თემის გამოძიება, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი, ვისაც ინფორმაცია აქვს, ამ თემაზე ერთმანეთს ხელს აფარებს.
ჯერ მარტო იმიტომ მინდა ამ თემაზე კარგი ფილმი გადაიღონ, რომ კარგად გამოჩნდეს ასე და ამგვარად გაგებული “კოლეგიალობის” სიმახინჯე და სიმყრალე და გაიგონ სხვადასხვა დარგის “კოლეგებმა” რომ ეს კოლეგიალობა კი არა, დანაშაულში თანამზრახველობაა.
ზუსტად იგივე პრინციპზე დგას ჟურნალისტების “კოლეგიალურობა” – პროფესიას აუპატიურებენ, საჯარო ინტერესს ყიდიან და მერე ერთმანეთს “კოლეგიალურად” ხელს აფარებენ.
ეს “ფასეულობები” კანალიზაციაში უნდა ჩაირეცხოს.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი