პრემიერ-მინისტრი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის უმაღლესი კლასის მთამსვლელი იყო.
„მწუხარებას გამოვთქვამ ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი, რომელმაც ორ თანაგუნდელთან ერთად, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო – ოქროს წერაყინი მოიპოვა. ვუსამძიმრებ არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა