პრემიერმა საკადრო ცვლილებების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცეპრემიერად – გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად – მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად – მიხეილ ჩხენკელი.

პრემიერმინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.

/</a></iframe>