პრემიერი – როდესაც ლიეტუვაში იბარებენ ჩვენს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, საჭიროებს რეაგირებას, ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი

ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას. ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანვე ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა, გაუგებარი უწოდა.
„რაც შეეხება ესტონეთში გაკეთებულ განცხადებას, ესეც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე – პრემიერის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარება უკრაინულ „მაიდანთან”, რომელმაც უბედურებაში გახვია ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არის აბსოლუტურად გაუგებარი პირადად ჩემთვის. სხვა შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ