პრეზიდენტი: ვროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველო კიდევ უფრო ნათლად 26 მაისს დაინახავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ “ევროპის დღეები  2018 – ში” მიიღო მონაწილეობა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპა შედგა, როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი კავშირი. და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი, ისტორიული ნაწილი იყო, შეუერთდება ევროპას და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება.

ორი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში – ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება.
ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღწვის იმისთვის, რომ შედგეს თავისუფალი საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი. ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, კიდევ უფრო ნათლად ეს მხარდაჭერა იქნება ნაჩვენები ჩვენთვის 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად ამაყად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროპის დღეები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი “ევროსოფელი” დაათვალიერა, სადაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

">