პოროშენკო: აშშ უკრაინას ლეტალურ იარაღს გადასცემს

აშშ-ს სენატმა უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიყიდვის სანქცია გასცა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით აშშ-ს 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტში წერია. ასევე, პოროშენკოს განცხადებით, კანონპროექტი უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„საკანონმდებლო დონეზე პირველად იქნა შეთავაზებული უკრაინისთვის შემდეგი სახის თავდაცვითი საშუალებების გადაცემა: საჰაერო თავდაცვისა და წყლის ზედაპირის კონტროლისთვის რადიოლოკაციური საშუალებები; სამხედრო-საზღვარ ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებები; სანაპირო დაცვის გემები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

 

 

">