პოლონეთში გამოააშკარავეს ჰაკერული ქსელი, რომელიც რუსეთის დავალებით მოქმედებდა და რომლის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ჰაკერული ჯგუფი რუსეთის და ბელარუსის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. ის პოლონეთის სახელმწიფო სტრუქტურებზე და სახელმწიფო კომპანიებზე კიბერშეტევებს ამზადებდა. ამის შესახებ პოლონეთის დიგიტალიზაციის მინისტრმა ქშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კიბერტერორისტებმა სახელმწიფო უწყებების და თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების საინფორმაციო ქსელებში შეაღწიეს. მათ იქიდან კონკრეტული ინფორმაცია უნდა მოეპარათ და შემდეგ ის შანტაჟისთვის გამოეყენებინათ. კერძოდ, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებზე ამ პირთა მუშაობისკენ იძულება უნდა მომხდარიყო. პოლონელმა მინისტრმა ამ ფაქტს „კიბერომი უწოდა, რომლის მიზანი ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სფეროების პარალიზება იყო“.
გაშკოვსკის თქმით, ბოლო წლებში პოლონეთის სხვადასხვა დაწესებულებებზე კიბერშეტევების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ამჟამად სპეცსამსახურები ამ რისკების მინიმიზაციისთვის ყველა აუცილებელ ღონისძიებას ატარებენ.