პოლონეთში, მაღაროში მილსადენის დაზიანების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

მილსადენის დაზიანების გამო, პოლონეთში, სობიესკის მაღაროში 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა.
პოლონური მედიის ცნობით, მაღაროს სავენტილაციო განყოფილების 6-კაციანი ბრიგადა 500 მეტრის სიღრმეზე მუშაობდა. მათ საყრდენი მილსადენი უნდა გაეწმინდათ, რომელიც წყლით შევსებისას გასკდა. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეოთხე კი მოგვიანებით. ორი მაღაროელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
უბედური შემთხვევა ქალაქ იავოჟნიეში, 28 ნოემბერს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ტერიტორიებთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს – „აქსიოსი“

პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერი ძალაში დარჩება მაშინაც კი, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას საყოველთაო ამნისტია დამტკიცდება – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე