“პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ …”

პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ, არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტპოსტსაბჭოთა პერიოდში. ჯერ კიდევ არ ვართ შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

“ამჟამად ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დემოკრატიული საზოგადოება იმ თვალსაზრისით, რომ მედია სრულად თავისუფალია, არსებობს გამოხატვის თავისუფლება და ასევე, ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ორგანიზების თავისუფლება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც გვსურს, რომ საქართველოში იყოს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალი დონე გვჭირდება. პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ, არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტსაბჭოთა პერიოდში. ჯერ კიდევ არ ვართ შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის დამახასიათებელი და გამორჩეული თვისება, როგორიცაა ტოლერანტობა.

„საზოგადოება ძალიან ინდივიდუალისტურია და შეუწყნარებელია სხვების მიმართ, მე ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით საზიანოა საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რაც ტოლერანტობაზე იყო დაფუძნებული. ეს ნამდვილად ჩვენი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, თვისება, რომელიც თავს იჩენდა რელიგიაში, ჩვენს ისტორიაში ჩვენი მეზობლების მიმართ დამოკიდებულებაში. ამის დასტურია ბევრი ეროვნული უმცირესობა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომლებიც ბედნიერი იყვნენ საქართველოში ჩამოსვლით და ცხოვრებით. თუ ჩვენ მას დავკარგავთ, დავკარგავთ ძალიან დიდ ნაწილს იმისას, რაც საქართველოს ქმნის. ახლა ვაპირებთ, რომ შევიტანოთ ტოლერანტობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდერეობის სიაში, რადგან ეს არის ღირებულება, რომელიც გამოწვევაა ყველგან, მათ შორის საქართველოში, როგორც აღვნიშნე. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ღირებულება, უნდა დავიცვათ ის საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში გლობალურად, რადგან ეს ძალიან საჭირო ღირებულებაა დღეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილიინტერვიუს თარგმანს, რომელიც პრეზიდენტმა 8 მარტს მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავის საიტზე აქვეყნებს.

">