პიტერ სტანო – ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ე.წ. არჩევნების ჩატარებას

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიაზე ს მიერ ე.წ. „ს“ ჩატარებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, – ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში 6-8 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. პარლამენტისა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებს.
„ევროკავშირი არ ცნობს ამ ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ ან მათ შედეგებს ყირიმში. ის ბათილად ითვლება და ვერ წარმოქმნის რაიმე სამართლებრივ ეფექტს. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ და შედეგები დაეკისრებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პიტერ სტანო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ ს უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი იმეორებს თავის პოზიციას: ყირიმი ა.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ძალისხმევა უკრაინის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ