„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს. ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს “მთავრობა” აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ“,-წერს სააკაშვილი.

 

 

 

/</a></iframe>