პეტრო პოროშენკოსა და რექს ტილერსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა სატელეფონო საუბრისას  დონბასში გამწვავებული სიტუაცია განიხილეს, ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

სატელეფონო საუბრის დროს  განხილულ იქნა “დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივი ცენტრიდან რუსი ოფიცრების უპასუხისმგებლო გაყვანა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში ხაზგასმითა არის აღნიშნული, რომ პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ტილერსონს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისთვის,  უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ვაშინგტონის მხარდაჭერისთვისა და ყირიმთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციისათვის.

">