პატრიარქს “ოქროს ფრთა” გადაეცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ერის სულიერი გაძლიერებისთვის, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოოქროს ფრთა” გადაეცა. ჯილდო საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ აიღო.

ლაშა ჟვანიამ ღონისძიებაზე  ილია მეორის მიმართვა წაიკითხა.

„უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორც დიდი სიყვარული, ასევე დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება – ვიყავი ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული. გადავაბრუნე გრაგნილი და ეწერა მთელ სიგანეზე – ერთსულოვნება. იქნებ ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან – ერთსულოვნებას! სამებაში ერთსულოვნებაა – ყოვლადწმინდა მამა, ძე და სულიწმინდაში და ამასვე თხოულობს ჩვენგან. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს, ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 26 დეკემბერს გაიმართა.

 

">