პატრიარქი კირილი: მოსკოვს არამართლმადიდებლები აშენებენ, მაგრამ სხვა გზა არ არის

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გაგებით ეკიდება მოსკოვში შრომითი მიგრანტების მოწვევას, რადგანაც დედაქალაქში გზებისა და შენობების მშენებლობას ადგილობრივი კადრები არ ყოფნის – ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა. ინფორმაციას Интерфакс-ი ავრცელებს.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუსეთს უზარმაზარი ტერიტორიები აქვს ასათვისებელი, თუმცა ამისათვის საკმარისი მუშახელი არ არის.

„ვინ აშენებს ახალ სახლებსა და გზებს? ისინი მოსკოვის მოქალაქეები არ არიან, ისინი მართლმადიდებელი არ არიან. თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამ საკითხს, რადგანაც მოწვეული მუშახელის გარეშე ეს ყველაფერი ვერ აშენდება“, – დასძინა პატრიარქმა კირილმა.

">