„პასუხებს ვითხოვთ საჯაროდ და სასწრაფოდ!!!“

რატომ არ აქვს ოჯახს წვდომა სრულად საქმის მასალებზე, საიდანაც გაირკვევა, თუ როგორ აღწერს სპეცრაზმელი, უშუალოდ როგორ ცდილობდა ხელყუმბარის გააქტიურებას თემირლანი, რის გამოც იძულებული გახდა ესროლა,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ფეისბუქში“ წერს.
„რატომ არ აქვს მალხაზს სტატუსი, რატომ არ ცნობენ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ამ დრომდე;
სროლის შემდგომ, 3 საათის განმავლობაში, რა სამართლებრივი საფუძვლით იყო სუს-ი თემირლანის ოთახში ყოველგვარი მოწმეების გარეშე და მთელი ამ დროის განმავლობაში რატომ ჰყავდათ ოჯახის წევრები გამოკეტილი.
რატომ დამალეს დღემდე ტელეფონი და რატომ არ ჰქონდა ოჯახს პასუხი არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ მიმდინარეობდა ექსპერტიზა ამერიკაში, იქნებ ოჯახსაც ჰქონდა სურვილი, დაესვა კითხვები და საპირისპირო ემტკიცებინა, რატომ აკეთებენ ყველაფერს ერთპიროვნულად და რატომ არის გარიყული ამ პროცესში თემირლანის მხარე?
და მთავარი, რატომ არ წაუყენეს ბრალი თემირლანს თუ ტერორისტი იყო?
კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმის მიღმა.

პასუხებს ვითხოვთ საჯაროდ და სასწრაფოდ“,-წერს სარალიძე.

1. რატომ არ აქვს ოჯახს წვდომა სრულად საქმის მასალებზე, საიდანაც გაირკვევა, თუ როგორ აღწერს სპეცრაზმელი უშუალოდ როგორ…

Posted by Zaza Saralidze on ორშაბათი, 02 ივლისი, 2018

">