“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მართავს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის სოფლების: შროშის, ფუთისა და ალევარდის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
„ვცდილობ, პირადად გავესაუბრო მოქალაქეებს, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები და ერთად დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები,“– განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას