– მივმართავ პაპუაშვილს და ს, გარწმუნებთ, ივანიშვილი გაიქცევა და წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს – თქვენი ადგილი თვითმფრინავში არ იქნება, ნუ ჩაყვებით მას პოლიტიკურ მოუსავლეთში

მივმართავ პაპუაშვილს და ს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი ამ თვითმფრინავში არ იქნება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერობის ნაცვლად, ფაქტობრივად, ს საბანკო წარმომადგენლად მოგვევლინა.
„კობახიძე ერთი კვირა საუბრობს, რომ ივანიშვილს 2 მილიარდს თუ არ დაუბრუნებს [დასავლეთი], ისე არც ერთ პარტნიორს არ შეხვდებაო, დასავლური კურსიდან გადაჩეხავს ქვეყანასო. ამაზე აყოლილია პაპუაშვილიც. ვურჩევ შალვა პაპუაშვილს, ს, დაანებეთ თავი ს კერძო და პირადი ინტერესებისთვის საქართველოს ინტერესების ღალატს და შეწირვას. მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი იმ თვითმფრინავში არ იქება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის კოლეგიალური რჩევა. დაფიქრდით ამაზე. იფიქრეთ თქვენს პოლიტიკურ მომავალზე. ივანიშვილს იმდენი აქვს გადამალული „შავი ფული“, შეუძლია სიკვდილამდე არხეინად იცხოვროს, მაგრამ თქვენ შეგრცხვებათ, რომ მასთან ერთად იდექით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესება რეალურია.
„რა დასანქცირება არ ელოდება?! სპარტაკის სულმა გაიღვიძა ში, მე დამასანქცირეთ ყველას ნაცვლადო იძახის. რეალური გახდა სანქცირება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე – შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა – ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!